პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან მერების ხელფასბეი გაიზრდება და გაორმაგდება. ღარიბაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებმა დაბალი ხელფასების გამო, მუშაობის მოტივაცია დაკარგეს.
მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლიტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდა, გავზრდით მერების ხელფასებს, წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 ათას ლარად”, – ამბობს ღარიბაშვილი.
კომენტარები