ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს❗️
– ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებიდით იქ, სადაც ვართ დღეს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ ყველა სამედიცინო დაწესებულების ხალმძვანელი პირებიც.
– ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!
– ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ერივნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი.“
კომენტარები