პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ვინც ამბობდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო და ნახევარი ქვეყანა მოსკოველ კაპიტალისტებს მიჰყიდა;
ვინც იცოდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა საქართველოს ოკუპაციისთვის და ვერაფერი მოიმოქმედა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად;
ვინც უომრად ჩააბარა მტერს დალისა და ქსნის ხეობები,
ვინც ომის შემდეგ მილიარდერად იქცა და დღეს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით მდაბიო ტელევიზიებს ამუშავებს,
მათ ვერაფერს ვეუბნებით, მათთან არ გვაქვს პრეტენზიები. სამაგიეროდ, უყალბეს პატრიოტულ ნოტაციებს ვუკითხავთ 60°-იან სიცხეში მომუშავე მცხობელებს, ისინი ურეკში ალუბლის ღვეზელს ჰყიდიან ებრაელ და პოსტ-საბჭოთა ტურისტებზე, რომელთათვისაც რუსული ლიგვა ფრანკაა! მხოლოდ მათ არ იციან ადგილობრივი, შინ გამოცხობილი პროდუქციის სახელები, აბა, მე ასი კილომეტრიდან ვარჩევ ქართული ტრადიციით მომზადებულ ალუბლის ნამცხვარს მედოკისგან.
ცხადია, არ ვამართლებ ქართული წარწერების არქონას! ქართული წარწერა უნდა იყოს ყველგან და ვინც ამაზე უარს ამბობს, საშინლად იქცევა. მე უბრალოდ მაშფოთებს ეს ისტერიკა, რომელიც საწყალი მშრომელების მიმართ დაუნდობელია და მდიდრების მიმართ ლმობიერი.
ხომ შეიძლებოდა იგივე მშვიდად ეთქვა ადამიანისთვის ან ინსპექციისთვის, პოლიციისთვის შეეტყობინებინა! შეიძლებოდა! მაგრამ მშვიდ გაფრთხილებას ან ოფიციალური უწყებების გაფრთხილებას ფბ-რეზონასნსი არ ექნებოდა!”
კომენტარები