„მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ.” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხაშურში რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გიორგი გახარია:
„არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა, რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია , რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის.
„ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ახლა მუნიციპალურში, შემდეგ საპარლამენტოში, არავინ არ მოგატყუოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც იქნება. კიდევ უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა წყნარად, მშვიდად, კეთილსინდისიერი ხალხი და პროფესიონალიზმი. რაც არ უნდა ილანძღონ და გინება დაიწყონ, ღირსება, ჩვენი ღირსებაა და ამას არ გავცვლით არაფერში. ეს ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.“
კომენტარები