კახეთის გზაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ავტმობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის კლინიკაში გადაყვანა დროულად ვერ მოხერხდა, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანამ დააგვიანა. დაშავებული კონტაქტური არ იყო. უცნობია, რა დროში მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი
ფოტოს და ინფორმაციას report.ge ავრცელებს.
კომენტარები