პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში, 2014 წელს დაწერილ საკუთარ წერილს ავრცელებს:
“საქართველომ დაიწყო ომიო, აღარ ამბობენ. თუმცა ყველაფერში დამნაშავე რომ ჩვენ ვართ, ამის თქმის ახალი ფორმულირება მოძებნეს – ,, წინა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან ომი…” – ღაღადებენ მჭუნვარე სახეებით….
ვერა, ვერ ავიცილეთ! მართლა ვერ ავიცილეთ – ადრე ჩეხეთმა და უნგრეთმა, ფინეთმა და აღვანეთმა ვერ აიცილეს, დღეს უკრაინა ვერ იცილებს! საქართველოსაც 1000 მდე ომი ვერ აუცილებია ადრე – მონღოლებთან, არაბებთან, თურქ – სელჩუკებთან.
ნათელი ხსოვნა ყველასი ვინც ომი არ აიცილა და ვერ აიცილა! ვინც იომა და დაიღუპა! ვინც გმირია და არა ,,უაზრო მსხვერპლი”
მე მტკივა ის დღეები და არა იმიტომ, რომ ვერ ავიცილეთ, არამედ იმიტომ, რომ კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო ჩვენი გამარჯვება!
გამარჯვება აუცილებლად იქნება”
კომენტარები