“ენმ”-ის წევრი რომან გოცირიძე:
“ღია სივრცეში, სადაც 5 კაცზე მეტი იკრიბება, კვლავ აუცილებელი გახდა პირბადის ტარება. რატომ გააუქმა მთავრობამ, თუ ისევ აღსადგენი გახდებოდა? რომ არ გაიკეთოს პირბადე ვინმემ, რას უზამენ, დააჯარიმებენ? მერე ვის ეშინია ჯარიმების, მოვა არჩევნები და ჩამოაწერენ, ხომ?
მთავრობა არის დამნაშავე გაუარესებულ ეპიდმდგომარეობაში და ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიკვდილში.
ღარიბაშვილმა ბოდიში მაინც თუ მოიხადა პირბადის ტარების გაუქმებით დაშვებული შეცდომისათვის?
უპასუხიამგებლო პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. ნუ ჰგონია, რომ ჟურნალისტების დარბევის წახალისება და ტელეოპერატორის სიკვდილი დავიწყებას მიეცა.”
კომენტარები