ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“● თუ აიცრები, არ არის გამორიცხული, ისევ დაინფიცირდე, მაგრამ სიკვდილს გადაურჩები.
● თუ არ აიცრები, დაინფიცირდები და სიკვდილის რისკი იმატებს.
● გარდაცვლილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.
● ისინი რომ აცრილები ყოფილიყვნენ, არ დაიღუპებოდნენ.
● საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდით 44 ადამიანი გარდაიცვალა.
● ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც დადიოდნენ ეკლესიაში, სწამდათ, ლოცულობდნენ ; ჰყავდათ შვილები. ისევე, როგორც ჩვენ; ჰყავდათ მშობლები. ისევე, როგორც ჩვენ; ჰყავდათ, დები, ძმები, ნათესავები, მეზობლები. ისევე, როგორც ჩვენ…
● მთავრობა ვერ მუშაობს – ამიტომ თავად უშველე თავს. აიცერი !
● არ უსმინო მღვდელს, რომელიც გეუბნება, რომ არ აიცრა. არა ერთი სასულიერო პირი დაიღუპა კოვიდით – ისინიც კი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდი არ არსებობს ან ვაქცინას ებრძოდნენ; არ უსმინო მღვდელს, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობს. დაუჯერე ნაკითხ და კაცთმოყვარე სასულიერო პირებს, რომლებიც თავადაც იცრებიან და სხვების სიცოცხლესაც უფრთხილდებიან.
● ვინც აცრება, სიკვდილს გადაურჩება. ვინც არ აიცრება – სიკვდილს ეთამაშება.
● იფიქრეთ ექიმებზეც – წელში წყდებიან. არაადამიანური დატვირთვა აქვთ.
● იფიქრეთ ქვეყანაზე – ვერ გაუძლებს. შიმშილი გარანტირებულია.
● ვაქცინა უფასოა.
● სხვა რა გითხრათ ?! იმის გამო, რომ ვაქცინას არ იკეთებთ, უბრალოდ სწირავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ანადგურებთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.”
კომენტარები