ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.
“აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია “ფაიზერით” ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები,” – განცხადა გაბუნიამ.
კომენტარები