ვაჟა გაფრინდაშვილი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“პრემიერმინისტრი მოიქცა როგორც მოღალატე, როგორც ქვეყნის გამყიდველი!
მე მინდა მივმართო მთავრობას, პარლამენტს, ჩემს კოლეგებს, ბატონ თენგიზ, ბატონ ამირანს, ბატონ პაატას; ის ორი ნაბიჯი, რაც ბოლო ორ თვეში გადადგა ირაკლი ღარიბაშვილმა, მე მას პრემიერმინისტრად აღარ ვთვლი.
24 ივნისს როდესაც გააუქმა ყველა კორონასასჯელი და გუშინდელი შემთხვევა – დიდ პატივს ვცემ ყველა ჩვენს სპორტსმენს, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი მოიქცა როგორც მოღალატე, როგორც ქვეყნის გამყიდველი.
გუშინ დღიდან კორონავირუსით ყველა გარდაცვლილი არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და პარლამენტის ბრალი, თუ პარლამენტი არ მიიღებს ღონისძიებებს, რომ ეს მთავრობა გადააყენოს.”
კომენტარები