დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი ერთჯერადად ვაქცინირებულთა შორის 13-ს შეადგენს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ორჯერადად აცრილებს, გამყრელიძის თქმით, აქ ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არაა და კვლევა 2 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
“ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადად აცრილებში, კვლევაში, ე,წ ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები