ცოტა ხნის წინ, რაც სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ვირუსულად გავრცელდა უცნაური თეორიები ბიჭის ასაკთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ასეთი არის დაბადების დღის წვეულების ფოტო, სადაც იგი რიცხვ „18“-თან ერთად არის გადაღებული. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ვერსია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა იყო, რომ იგი 18 წლის არის.
ასაკთან დაკავშირებული ხმების გავრცელებამდე, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში ბიჭის მხარდასაჭერად ამერიკელმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა „GoFundMe“ გვერდის საშუალებით 700 000 დოლარზე მეტი შეაგროვა, რათა იგი დისნეილენდში გაეგზავნა.
ოჯახმა გუშინ განაცხადა, რომ დისნეილენდში მოგზაურობაზე უარს ამბობენ და ფული ქველმოქმედებას მოხმარდება.
„ჩვენ გვინდა, რომ ფული გადავიდეს სათემო ორგანიზაციებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. მათ იციან, როგორ უნდა მოიხმარონ ეს თანხა. იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვინდა დისნეილენდში წასვლა, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის სარგებელი უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები