გუშინ საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – კერძოდ, დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში, სადაც 5 -ზე მეტი ადამიანი იკრიბება, სავალდებულო ხდება.
აიკრძალა ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და სხვა მსგავსი ღონისძიების გამართვა.
გამართვის შემთხვევაში, სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება.
ასევე, კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდათ. საქმიანობა შეიზღუდება 00-დან 05-საათამდე. ამასთან მოხდება ამ ობიექტების უმკაცრესად გაკონტროლება. კანონის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან 10 ათასი ლარით. გამეორების შემთხვეაში კი ობიექტი დაილუქება.
კომენტარები