გერმანიის კანონმდებლებს სურთ, ოქტომბერში კორონავირუსზე უფასო ტესტები გააუქმონ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, წინადადება კანცლერის კაბინეტიდან შემოვიდა და მას 10 აგვისტოს განიხილავენ.
“ვინაიდან ამ დროს ყველა მოქალაქეს შესთავაზეს ვაქცინის მიღების შესაძლებლობა, სახელმწიფოსთვის და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებისათვის ტესტების ხარჯების ანაზღაურება აღარ არის მიზანშეწონილი”, – აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, წინადადების განხილვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადახდისგან ზოგიერთი ადამიანი გათავისუფლებული იქნება, მაგალითად ისინი, ვინც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადის.
მანამდე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ არავაქცინირებულმა პირებმა ტესტის საფასური თავად უნდა გადაიხადონ. მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ გერმანია ეძებს გზებს, რათა ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზარდოს და თავიდან აიცილოს მეოთხე ტალღა, რომელიც “დელტა” შტამით არის გამოწვეული.
კომენტარები