ჟურნალისტი, ქეთი ლომაია:
“სულს ღაფავს ეს ქვეყანა ისედაც, რა ჯანდაბის ჩაკეტვას ითხოვთ?
ნაკლები იტრიშინეთ ხალხმრავალ ადგილებში, კლუბებში და სანაპიროებზე, არ სჭირდება მაგას რეგულაციები, ელემენტარული ტვინიც კმარა და ჰიგიენა და სოციალური დისტანცია არაპანდემიისასაც არავის აუკრძალავს, ელემენტარული კულტურაა. რომ იცი რა ვითარებაა მსოფლიოში, ნუ წამოგორდები გადაჭედილ სანაპიროზე, კონცერტი და ქორწილიც გამოტოვე და დალაგდება. ელემენტარული შეგნება უნდა ამას და არა ისევ ქვეყნის ჩაკეტვა და დაგმანვა.
სანამ თვითშეგნება არ გაიზრდება, არაფერი გვეშველება და ვისაც ჩაკეტვა გინდათ ოთახში ჩაიკეტეთ!”
კომენტარები