ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“ის, რაც უნდა გავითვალისწინო მეც და ყველა აცრილმაც:
1. აცრა არ არის გარანტია, თუმცა ის გაძლევს მაქსიმალურ რესურსს რომ არ შეგხვდეთ ვირუსი ან შეხვედრის შემთხვევაში გადაიტანოთ მაქსიმალურად მარტივად.
2. პირველი აცრა არ ქმნის იმუნიტეტს, ამიტომ პირველი აცრის შემდეგ გათამამება არასწორია.
3. მეორე აცრიდან ორი კვირის განმავლობაში იმუნიტეტი მინიმალურია, იმუნიტეტი გამომუშავდება მეორე აცრიდან 2-3 კვირაში, ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილად მოიქცეთ, რადგან არასწორი სითამამის შემთხვევაში საკმაოდ დიდია დაინფიცირების შანსი.
4. მეორე აცრიდან 2-3 კვირის შემდეგ ორგანიზმი იწყებს თავდაცვისუნარიანობის გამომუშავებას, თუმცა მინიმალური უსაფრთხოების პირობები აუცილებლად უნდა დავიცვათ.
5. აცრა არანაირი გმირობა არაა, ესაა საკუთარ თავზე ზრუნვა, უბრალოდ, შენდა უნებურად, საკუთარ თავთან ერთად, ზრუნავ სხვებზეც და ეს კარგია.
6. აცრის პროცედურა საკმაოდ მარტივია, ჩემს შემთხვევაში, რაც ვნახე, კარგად ორგანიზებულიც, ნემსის ჩხვლეტა პრაქტიკულად შეუმჩნეველია (ეს მათთვის, ვისაც ნემსის გაკეთების ეშინია), ექიმები გიწევენ რეკომენდაციას შესაძლო გვერდით მოვლენებზე, რომელიც საკმაოდ იშვიათია.
7. წარმატებებს გისურვებთ – მოდუნდით, მოეშვით, აიცერით და დაიცავით საკუთარი თავი.”
კომენტარები