პენტაგონი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს 15 სექტემბრამდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” იუწყება.
სავალდებულო აცრისთვის დაწესებული ვადა შესაძლოა კიდევ უფრო ადრე დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვაქცინებმა ამერიკის მთავრობის სრული ავტორიზაცია მიიღეს, ან ახალი ინფექციების მაჩვენებელი არ შემცირდა.
“პრეზიდენტისგან სექტემბრის შუა რიცხვებამდე სავალდებულო აცრის დამტკიცების ნებართვის მიღებას ვეცდები. თავს არ შევიკავებ იმისგან, რომ ვიმოქმედო უფრო მალე ან სხვა რეკომენდაციები შევთავაზო პრეზიდენტს, თუ ამის საჭიროება ვიგრძენი. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება” აცხადებს სააგენტოს მიერ მოპოვებული მემორანდუმის მიხედვით, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
პენტაგონის შეფი შეიარაღებულ ძალებს სთხოვს აცრებისთვის მოემზადონ.
კომენტარები