ექიმი, სოფო ბერიძე, სოციალურ ჯგუფში Stop-Cov აჭარა, წერს:
“სარიტუალო დარბაზები:
ეს სადაც, ამ წუთას იმართება მინიმუმ ორას კაციანი ქორწილი შედეგად იღუპებიან ადამიანები.
მონიშნეთ ყველა რეგულაციის დამრღვევი.”
“ალიამ” სცადა დაკავშირება სამივე სარიტუალო დარბაზთან.
ზარზე გვიპასუხა “ქრწინების სახლი-ძველი ბათუმი”, სადაც გვითხრეს:
“ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ ქორწილების ჩატარების უფლება აღარ გვაქვს 11 რიცხვიდან, ხვალიდან. ჩვენც უკვე ყველა გავაფრთხილეთ, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა დარბაზი და ქორწილის გადახდას აპირებდა” – გვითხრეს “ალიას” სარიტუალო დარბაზში.
როგორც ჩანს, სახელმწიფოს აკრძალული კი ჰქონდა დიდი შეკრებები და თან აკრძალული არ ჰქონდა, როგორც ჩანს, სიტყვიერი თანხმობა იყო გაცემული აქამდე, შეკრებების, ქორწილების, იუბილეების გადახდის? სწორედ ამიტომაც არ აჯარიმებდნენ რესტორნებს ? ამიტომ ამბობდნენ ეპიდემიოლოგები, რეგულაციების დამატება რას მოგვცემს, რა რეგულაციებიც გვაქვს, ისიც არ სრულდებაო? ამიტომ იკითხა პრემიერმა გაოცებით, განა, დანაშაულია ქეიფიო?
ვინ გასცა ჩუმი ბრძანება, ვინ გამოაცხადა ხსნილად ივლისსა და 11 აგვისტომდე ქორწილები, იუბილეების, მრავალასეულიანი სუფრები?
და ბატონ ბიძინა კულუმბეგოვს დავესესხებით ბოლოს – “კონცერტები???”
კომენტარები