სოციალურ გვერდზე “ქარგილი” განცხადება თავსდება:
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია ქარგილი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,
უ ფ ა ს ო დ გასცემს პირბადეებს
გაითვალისწინეთ, რომ ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ 5 ცალი
პირბადეები გაიცემა მარაგის ამოწურვამდე
მის: ვაჟა-ფშაველას 36
“ალია” ესაუბრა აღნიშნულ მაღაზიას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე, თითო მოქალაქეს ჩუქნიან 5 პირბადეს.
დავინტერესდით, ვისაც მეტი სურს, გაყიდვაშიც არის თუ არა – გვითხრეს, რომ კი გაყიდვაშიცაა და ვისაც 5 ცალზე მეტი დასჭირდება, 1 ცალი პირბადის თვითღირებულება – 3 ლარია.
როგორც გვითხრეს, ამ მომენტისათვის მარაგი აქვთ და ხვალ ისევ აპირებენ მარაგის შევსებას.
კომენტარები