COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით “დელტა” ეწოდა, სულ მცირე, 142 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.
”142 ქვეყანამ და ტერიტორიამ, მათ შორის რამდენიმე ახალმა, “დელტა” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს”, – აღნიშნული დოკუმენტში.
მსოფლიოში კორონავირუსის სხვა შტამების სტატისტიკა ასეთია: ვარიანტი B.1.1.7, რომელიც დიდი ბრიტანეთში წარმოიშვა და ჯანმო-ს კლასიფიკაციით “ალფა” ეწოდება, 185 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გავრცელდა, ვარიანტი “ბეტა” (B.1.351) სამხრეთ აფრიკიდან – 136 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ვარიანტი “გამა” (P.1) ბრაზილიიდან – 81 ქვეყანაში.
ორგანიზაცია იუწყება, რომ ბოლო კვირაში (2-8 აგვისტო) COVID-19–ის ახალი შემთხვევების გლობალური რიცხვმა 4,264,641 შეადფინა, 65 472 გარდაცვალება დაფიქსირდა.
დაავადების ახალი შემთხვევების უმეტესობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა აშშ-ში (734 354, ზრდა წინა კვირასთან შედარებით 35% -ით), ინდოეთში (278 631, შემცირება 2%), ირანში (248 102, ზრდა 20%), ბრაზილიაშო (228,473, შემცირება 8%) და ინდონეზია (225,635, შემცირება 18%).
კომენტარები