ცამეტი წლის წინ სოფელი შინდისის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები მემორიალთან შეიკრიბნენ. ადგილზე მისულებს ხელისუფლების მიერ დაპირებული გმირთა მემორიალი არც ამჯერად დახვდათ.
მონუმენტის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა მემორიალის ასაშენებლად გამოყოფილი თანხების მითვისების საქმეს საგამძიებო უწყება იძიებს.
კომენტარები