ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შინაურ ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ინფორმაციას nypost.com-ი ავრცელებს.
სამედიცინო მუშაკები დარწმუნებულნი არ არიან, არის თუ არა ძაღლი ინფიცირებული, თუ უბრალოდ ვირუსს ატარებს პირის და ცხვირის ღრუში. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
ჰონგ-კონგის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არის იმის მტკიცებულება, რომ ცხოველები კორონავირუსით შეიძლება დაინფიცირდნენ, ან ვირუსის გადადების წყარო იყვნენ. ძაღლი ამჟამად კარანტინშია მოთავსებული.
კომენტარები