სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გოგაშვილმა ტვ პირველთან ისაუბრა.
სოსო გოგაშვილი:
“ჩემი გუნდით შევუერთდები ამ პარტიას, მოხდება რებრენდინგი, განახლება, პროცესში ვართ ეხლა ვმუშაობთ რეგიონებში და ქალაქებში, ძალიან მალე ეტაპობრივად მედიასთან და თანამშრომლობით ჩემი გეგმების შესახებ გაცნობებთ. ამ არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ეხლა გვიწევს იგივე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, უბრალოდ სახელია შეცვლილი, მაგრამ პიროვნებები, ვისთანაც მაშინ შეჯახება და ბრძოლა გვიწევდა იგივე მეთოდებით ხდება ეხლა. ის ადამიანები მართავენ დღეს პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ვებრძოდით, მაგრამ საქმემან შენმან გამოგაჩინოსო”
კომენტარები