„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი
“20 დღეა კორონას ვებრძვი
მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.
ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები ((( სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა
37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი- მამაო. ერთად ვცდილობთ გადარჩენას.
ვინ რა იცის ვინ ვიზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ,
სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!
სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაერი მშიშრები.
აცრილები რო ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს…
არ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ
მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18
კოვიდს სცოდნია ჰალუცინაციები, რაც მოვედი ხან საბავშვო ბაღში ვარ 4 წლის თამუნა, 2 პავიდლოიან ცხელ ბულკს ვითხოვ ჩაწყობით, ხან უმკაცრესი დედლაინი მაქვს და მეილები მავიწროვებენ, საკურსოც დასაწერია და ტელეფონს არ იღებს კურსელი…
ექიმს ავიაიციის სპეციალისტი ვგონივარ და როგორი სათქმელია რომ ბაღში ვარ და ლექსებს ვსწავლობ….
ვიტანჯები ფარულად და აშკარად, და ინეზას ვუმხელ დროში მოგზაურობების შესახებ. ხარხარებს კეთილი ინეზა, ეგ რა არი მე ყოველ დილით დოლგარმონით ქეიფი მინდა, ჩანაწერი არ დდამანახო! ცოცხალი შესრულება მარტოო!
რა კაი პალატა ვართ, 4 წლის ბაღის აღსაზრდელი ბუშტებით, პანდებით დღესასწაულეით და 65 წლის სუფრის დარდიმანდი
მამაო აორმაგებს ლოცვებს, ისეთი რეანიმაციის საკულტო დასი შეხვდა!
გუშინ სავარცხელი მოატანინა ინეზამ, თმა უნდა ავიწკიპოო, მე მაგაზე ნაკლები ვარ? არიქა თანდაშვილები ვაფრინე “ჩოთქი” !
ვწევართ ახლა თავ გადავარცხნილები – წიქარას ზღაპარში ვართ, მოვიქნევთ ახლა სავარცხლებს და ჟანგბადის ტალღა დაგვეწევა და აგვივსებს დაფუფქულ ფილტვებს
მიბრუნდება გაქცეული იუმორი და დიდი მადლობა რამდენი უცნობი ადამიანი მწერთ რომ აიცრებით, რა კარგი ხალხი ხართ
სიკვდილი ისეთი კომიკური და სიცოცხლე ისეთი ნახევარწამიანია კოვიდთან ომში, თქვენი აცრები გვჭირდება მე ინეზას და მამაოს, დაგვანებულ ოროსნებს. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები
გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა”
კომენტარები