ოპოზიციური სპექტრი კომპანია GORBI-ს კვლევის შედეგებს აფასებეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულ ციფრებს სანდოდ არ მიიჩნევენ.
„GORBI არის „ქართული ოცნების“ გაგრძელება. GORBI როდესაც წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 27%, ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 40%“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
„ლელოში“ მიაჩნიათ, რომ კვლევა „ქართული ოცნების“ ინტერესებს ასახავს.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა ჩატარდა „ქართული ოცნების“ ოფისში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
კვლევის შედეგი არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრისთვის, თეონა აქუბარდიასთვის არის სანდო.
„ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას პერცეფცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კიდევ აქვთ ძალა, რომ მოსახლეობის ნდობა მოიპოვონ“, – განაცხადა აქუბარდიამ.
საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები