აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განაცხადა:
„დღეს გვაქვს 900 ზე მეტი შემთხვევა და ვფიქრობ, არსებული ეპიდვითარების სიმძიმეს ყველა უნდა იაზრებდეს ქალაქში, რეგიონში და ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი აღსრულება, ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის.
კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება, რომ გადავარჩინოთ ადამიანები. მარტივად რომ გითხრათ, გუშინ იყო რამდენიმე ქორწილი და მინდა ვთხოვო ამ კონკრეტული დაწესებულებებს და იმათაც, ვინც ამ ქორწილებს ატარებს, თუ ახლობლები უყვართ, თუ უყვართ მშობლები, მოხუცები, შვილები, ამ ვითარებაში ქორწილების გამართვა, არის მათთვის პირდაპირი სიცოცხლისთვის რისკის შექმნა.
ეს ყველამ უნდა გავიაზროთ და ექიმებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს თერაპიული და რეანიმაციული ადგილები ბათუმში არსად არის და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს. ამიტომ ნუ გვაიძულებთ, რომ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ“
კომენტარები