თანამედროვეობაში უამრავი რამ არის გამარტივებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცირე დეტალებს დრო არ უნდა დავუთმოთ. დღეს არჩევანი უკვე ყველაფერზეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში პრიორიტეტების განაწილება და მათთვის შესაბამისი ყურადღების დათმობა. ისეთი მცირე დეტალიც კი, როგორიცაა სამსახურში ხელფასს როგორი სახით ავიღებთ, საკმაოდ მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი სიკეთე მოიტანა და დღეს უფრო მეტადაა ასატანი ცხოვრების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ვიდრე ოდესმე, მთავარია ჩვენი ყურადღება სწორად მივმართოთ.
ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საკუთარი ფინანსების განკარგვაა, რაც ასე თუ ისე, გარკვეულ დაგეგმვას და გადანაწილებას ნიშნავს. გადახდები უკვე ძალიან გამარტივებულია, დღეს ერთი დაჭერით უკვე შესაძლებელია სასურველი ნივთის მარტივად შეძენა, მაშინ, როცა ორი ათწლეულის წინ უნდა შემოგერბინა მაღაზიები და თუ იპოვიდი ძალიან გაგიმართლებდა. ამ პროცესმა წარმოშვა გადახდის უფრო კომფორტული გზის არსებობის აუცილებლობა და რადგანაც ელექტრონული გადახდა დღეს ყველგანაა გავრცელებული, შესაბამისად მნიშვნელოვანია საკუთარი საკრედიტო ბარათი გვქონდეს, რითიც ხელფასის აღებასა და ფინანსების უფრო კომფორტულად განკარგვას შევძლებთ.
საკრედიტო ბარათით სარგებლობამ ადამიანებს გაუმარტივა უამრავი ქმედება და სხვადასხვა შესაძლებლობების გაჩენასაც შეუწყო ხელი. ამასთანავე, ბარათის დამზადებისას ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება, რაც ეტაპობრივად სულ უფრო იხვეწება და დღეს შეუძლებელია მისი „გატეხვა“, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საკუთარ პირად ინფორმაციას ჩვენივე ნებით არ გავცემთ სხვაზე. ასევე, როდესაც ბანკი გასცემს საკრედიტო ბარათს, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავადვე იღებს და რადგანაც არავის უღირს ისეთ კომპანიასთან საქმის დაჭერა, ვისაც უსაფრთხოების ნორმები არასაკმარისად აქვს დაცული, ყველა მათგანი ცდილობს ამ კუთხით უმაღლესი ხარისხი შესთავაზოს მომხმარებელს, ამიტომაც დღეს საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია.
მეორე მხრივ, მაინც ხშირია საკუთარი ანგარიშიდან უცხო პირის მიერ თანხის გატანა, რაც რეალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც საკუთარ ინფორმაციას თავადვე გავცემთ, ამიტომ ბარათის ფლობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ჩვენც დავიცვათ უსფრთხოების მინიმალური სტანდარტები, არ გადასცეთ ბარათი მესამე პირს, არ უთხრათ პაროლი, არ შეიყვანოთ მონაცემები საეჭვო ვებ.გვერდზე და არ გახდეთ ინტერნეტ თაღლითობის, ე.წ. „ფიშინგის“ მსხვერპლი. ასევე, საკმაოდ ხშირია ბარათის დაკარგვაც, ასეთ შემთხვევაში კი აუცილებელია მაშინვე დაუკავშირდეთ ბანკს და მოითხოვოთ საკრედიტო ბარათის დაუყონებლივ დაბლოკვა და ახლის დამზადება, რომელსაც რამდენიმე დღეში უკვე სასურველ ფილიალში აიღებთ.
რაც შეეხება გამოყენების სიმარტივეს, საკრედიტო ბარათი საკმაოდ მოსახერხებელი ნივთია, რომლის წაღებაც ყველგანაა შესაძლებელი მარტივად, საფულით. ხოლო, თუ ბარათის ტარება მაინც დისკომფორტია დღეს უკვე შესაძლებელია მისი ჩაშენება ჩვენს სმარტფონში, რომელსაც ყველგან თან ვატარებთ და მისი გამოყენებით მარტივად შევძლებთ გადახდას. ამისთვის აუცილებელია უბრალოდ ტელეფონის ციფრულ საფულეში, აპლიკაციაში დაამატოთ თქვენი ბარათის მონაცემები და შეძლებთ მარტივად სარგებლობას. ასეთ შემთხვევაში, ბარათის უსაფრთხოება მაინც დაცულია, უბრალოდ მთავარია არ გასცეთ პირადი ინფო და ტელეფონს მოუფრთხილდეთ და არ გადასცეთ უცხო ადამიანს.
კომენტარები