ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მედიასთან ამბობს:
“ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ზრუნავს გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროებზე უკვე ვსაუბრობთ შიდა წრეებზე. თუმცა, ჩემთვის ეს არის ძალიან არასასურველი და მეორე ტალღის პერიოდში ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები. ეს მოქმედებს, როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა.
არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, რომ მინიმალური ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლა იყოს მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი ექიმებისთვის.”
კომენტარები