“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:
“მთავრობა ცდილობს არსებული უმძიმესი მდგომარეობის დაფარვას, პრემიერ-მინისტრი კი ტელევიზიებს ბრალს სდებს რეალობის გამუქებაში. რეალობა კი არის ის, რომ სულ მალე ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს და საკუთარი ძალებით ვერ შევძლოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მეზობელ სახელმწიფოებს, სხვა ქვეყნებს, რათა დახმარება გაგვიწიონ საველე ჰოსპიტლების გამართვაში, გამოაგზავნონ სამედიცინო პერსონალი, მედიკამენტები, აღჭურვილობა.
მთავრობის განცხადება, რომ “პიკს გავდივართ” არის თავის მიტყუება და ხალხის გაწირვა. პიკი თავისით არ გაივლის ან იმდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რომ ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
მთავრობამ უნდა დადოს სამოქმედო გეგმა საგანგებო ბიუჯეტით. შეწყდეს ნასესხები ფულის უაზროდ ხარჯვა და ის ერთი მილიარდი ლარი, რომელიც ახლახან დამატებით გაიწერა ბიუჯეტში წინასაარჩევნო მიზნებისათვის, შენახული იქნას მოსალოდნელი მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად.”
კომენტარები