გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებიდან გამოსული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა განცხადებას ავრცელებს:
„გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე თავდასხმასთან დაკავშირებით. მათ შორის, ინფორმაცია მივაწოდე კამერებთან დაკავშირებით. გამოძიება დაინტერესებული იყო, მაქვს თუ არა პირადი სახის კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანებთან, რაზეც საგამოძიებო ორგანოს მივუთითე კონკრეტული გვარები: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილია. ამ ადამიანებთან მაქვს განსაუთრებული კონფლიქტი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას.
მაქვს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს თვალებში შესხმული სითხით ორივე თვალის დამწვრობა აღმენიშნება.”
კომენტარები