„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„ვოლსკი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ჰყავს „ზონდერბრიგადა“. უშუალოდ ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის ნასედკები. ეს არის ვოლსკის „კამანდა, – განაცხადა კუპრავამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“.
შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს გუსინ ღამით საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კომენტარები