გურჯაანში მერობისთვის სააკაშვილის მეგობარი იბრძოლებს. ბიზნესმენმა, სერგი კაკალაშვილმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განმარტა, რომ შეთავაზება მეგობრებისგან მიიღო.
„პარტიული მეგობრებისა და თანამებრძოლების შემოთავაზებით. ვიწყებ ბრძოლას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად!
ჩვენ, ხალხთან ერთად, დავამარცხებთ ქართულადწოდებულ რუსულ ოცნებას, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აღვადგენთ ეკონომიკას და დავუბრუნებთ ხალხს ხვალინდელი დღის იმედს!”
კაკალაშვილი კაჭრეთის წისქვილ- კომბინატის მესაკუთრეა.პარალელურად, ის ჟურნალ ” ცისკრის” 50%- იანი წლის მფლობელია.
ბიზნესმენი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია.
კაკალაშვილს, გურჯაანში, პარტია “ქართული ოცნებიდან” ექიმი, ზურა უტიაშვილი, ხოლო გიორგი გახარიას პარტიიდან, მერის ყოფილი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი გაუწევენ კონკურენციას.
კომენტარები