ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ერთკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნება. შეზღუდვა ხუთშაბათს, 17:00 საათიდან ამოქმედდება. ასეთი მკაცრი ზომები იმით არის განპირობებული, რომ ავადმყოფის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
კანბერაში დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
კომენტარები