ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამბავი არის ასეთი: კანონში ცვლილებების მიღებისას ქოცნებას შეეშალა, აებურდა მუხლები ერთმანეთში და ტელევიზიების ნაწილი ამ შეცდომის გამო აღარ ვართ ვალდებული უფასო პოლიტიკური რეკლამა განვათავსოთ. პარტიებს ვუხსნით, რომ ასეა და პირველად ჩვენგან ესმით, არადა პარლამენტში სხედან. ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით. მე რა მენაღვლება.
ძალიან მომწონს ეს ამბავი. მაგრამ წარმოიდგინეთ რა შარში ვართ: ქოცები ხო იდიოტები არიან და ოპოზიცია იმაზე უარესი იდიოტი. კანონებს ისე იღებენ, აზრზე არ არიან რას წერენ. და ამათ ხელშია ეს ქვეყანა. კიდევ კარგად ვართ”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი .
კომენტარები