თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.მადონა კიპაროიძეს საცხოვრებელ სახლთან აგრესიულად განწყობილმა უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი აგინეს. კიპაროიძის თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარასაც. კიპაროიძემ პოლიციას მიმართა და მომხდარზე სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.
არც ვიცნობთ ერთმანეთს, იყვნენ ჰომოფობები, 5 ივლისს ხო დაგარბიეთ და დედა გიტირეთო, რომ ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი პოლიციის არ გვეშინიაო“, – ამბობს მადონა კიპაროიძე.
კომენტარები