49 გარდაცვლილი და 5 128 ახლად დაინფიცირებული – ასეთია კორონავირუსის გავრცელების ახალი მონაცემები 12 აგვისტოსთვის. აქტიურია 47 600-ზე მეტი შემთხვევა. ბოლო 24 საათში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 26 ათასამდე პირმა გაიკეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
უმძიმესი ვითარების მიუხედავად, სპეციალისტები თვლიან, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკური მაჩვენებელი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საგანგაშოა.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის არც მეტი არც ნაკლები საგანგაშო. სამედიცინო დაწესებულებები ვერანაირად ვერ აიტანენ ამ დატვირთვას. ერთადერთი სწორი არჩევანია ის, რომ უნდა მოხდეს გადანაწილება პაციენტების, ეს მონიტორინგს უნდა ექვემდებარებოდეს და თითოეული პაციენტის მიღება და გაწერა უნდა იყოს ლუსტრირებული ყველასათვის.
ამის დარღვევა სწორედ იწვევს იმ გარემოებას, რომ რესურსი აღარ იქნება. საველე ჰოსპიტლები გარდა იმისა, რომ მოსახლეობაზე მოახდენს ფსიქოლოგიურ ძალიან ძლიერ შეტევას, საველე ჰოსპიტლებს სჭირდება სპეციალისტები, ისინი, ვინც იციან ჰოსპიტლების მართვა ამ პირობებში,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.
კომენტარები