ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში სამეგრელოში გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ისეთი ლამაზი და მოვლილია კარმიდამოები, რომ ცრემლი ადგება.
„არანაირი ზეზვა, მზია და დმანისი, ცირა, დათა და სამეგრელო… პირველი ევროპელის თავის ქალა დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება კოლხეთის დაბლობზე. არსად ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მეტი თვალსაჩინო მტკიცებულება ჩვენი ევროპელობის არ მეგულება, როგორც სამეგრელოს კარმიდამოებში.
ისეთი წკრიალა, მოვლილი და ლამაზია იქაურობა, ცრემლი გადგება. ფოტოები ფაქტიურად არ მაქვს, იმიტომ რომ მენანებოდა ამ ყველაფრის ტელეფონში ყურება.
ჩემი მშობლიური მუხური და კახათი მოვინახულე და ახლა კიდევ უფრო ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ მეგრელი და მაშასადამე ევროპელი
მიორქ სამარგალო“
კომენტარები