ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან შესაძლოა დახურულ სივრცეში არ შეუშვან ისინი, ვინც არ აცრილა ან ვისაც ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი არ აქვს!
ასეთი დახურული სივრცეები შესაძლოა იყოს სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფო სერვისების სამსახურები, ბანკები, სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებები, მომსახურების სფეროს სტრუქტურები…
აცრას არავინ არავის არ დააძალებს, მაგრამ ყველა იძულებული იქნება აიცრას, ან ყოველდღე ტესტი ჩაიტაროს!
აღარაფერს ვამბობ ქვეყნიდან გამგზავრებაზე. ეს რეგულაციები უკვე მოქმედებს და, როგორც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვთქვი, აუცრელად სხვა ქვეყნებში, უბრალოდ, არ შეგვიშვებენ!
ახლა ვაქსერები ან ანტივაქსერები ნუ შემომივარდებით თქვენი “ბრძნული” არგუმენტებით, ჩემი სად წავიღო, ადგილს ვერ ვპოულობ!”
კომენტარები