რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავის” ინფომაციით, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
გამოცემის ცნობით, ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სასწრაფო დახმარების მძღოლმა.
მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კომენტარები