ამერიკულმა კომპანია Facebook–მა კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემოღებული დისტანციური მუშაობის რეჟიმი 2022 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა.
გადაწყვეტილება უფრო საშიში “დელტა” შტამის გავრცელებას უკავშირდება. მანამდე კორპორაციის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook–ის თანამშრომლების 50%-მდე დისტანციურად უკვე 5-10 წელიწადში იმუშავებს.
ერთი კვირის წინ დისტანციური რეჟიმი 2022 წლამდე კომპანია Amazon-მაც გააგრძელა. კომპანია Twitter–ის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ კი აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში მისი თანამშრომლები სახლიდან მუშაობას “ყოველთვის” შეძლებენ.
კომენტარები