კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება კვების ობიექტებს ეხება. დაწესებულებები, ნაცვლად ღამის 12 საათისა, მუშაობას ერთი საათით ადრე – ღამის 11 საათზე შეწყვეტენ. ობიექტების წარმომადგენლები ეკონომიკის გადარჩენის გზად დროულ ვაქცინაციას და რეგულაციების დაცვას მიიჩნევენ, ამიტომ გეგმავენ წაახალისონ ვაქცინირებული როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები, რომლებსაც დამატებით ფასდაკლებებს შესთავაზებენ.
“ჩვენ უფრო მეტად დაძაბულ რეჟიმში გადავდივართ. ვითარების გამოსასწორებლად რა არის მნიშვნელოვანი, ამაზე არაა ყურადღება გამახვილებული. მნიშვნელოვანი არის არსებული რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია, რომელიც ქვეყნის და ეკონომიკის გადარჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ამის ადმინისტრირება უნდა მომხდარიყო, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ერთი საათით დავკეტავთ სფეროს, 2 საათით თუ საერთოდ, კომენდანტის საათს მივიღებთ, მომავალ თვეში იმავე რეალობაში ვიქნებით,” – აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
კომენტარები