ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილათა რაოდენობა 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური ინფორმაცია.
ფხაკაძე ამავე პოსტში წერს, რომ კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რეგისტრაცია სხვა დაავადებებით ხდება.
ჯანდაცვის ექსპერტი აქვე დასძენს, რომ სახლში გარდაცვლილი ადამინები, უმრავლეს შემთხვევაში, კოვიდსტატისტიკაშიც კი არ არიან.
“საქართველოში რეალური კოვიდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური ინფორმაცია!
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ციფრი შესაძლოა, 3-ჯერ და ზოგ ქვეყანაში 10-ჯერ უფრო მაღალია!
ამ უზუსტობის მიზეზი ბევრია …
სტატისტიკის მანიპულაცია/უზუსტობა (ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრობლემა)
ყველა კოვიდგარდაცვლილი არ არის ადეკვატურად რეგისტრირებული და სიკვდილი რეგისტრირებულია სხვა დაავადებით/მიზეზით. სახლში გარდაცვლილი ადამიანები არ არიან ადეკვატურად რეგისტრირებული და უმრავლეს შემთხვევაში არ არიან რეგისტრირებულნი კოვიდსტატისტიკაში. ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობის გამო ადამიანმა ვერ მიიღო დროული და ადეკვატური დახმარება და გარდაიცვალა სხვა დაავადებით,” – წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები