ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
პირად პრობლემებზე აქ წერა ძალიან უხერხულია, მაგრამ ეს პრობლემა მგონი უკვე პირადი აღარ არის და საჯაროდ თუ არ თქვი ისე არაფერი ესმის სახელმწიფოს.
4 აგვისტოს მივფრინავდი საქართველოდან. მანქანით ჩამოვდიოდი მარაბდის ქუჩაზე, გვერდზე მეჯდა სიმამრი და უკან ცოლ-შვილი. ამ დროს, მარაბდის 25 ნომერთან, ოციოდე წლის ახალგაზრდა ყმაწვილი უკუსვლით გამოვარდა პარკირებიდან და გვერდიდან დამარტყა.
შემოიკრა თავში ხელი, ეს რა დამემართაო, ვაიმეო, ჩემს ნომერს ჩაგაწერინებთ და გთხოვთ გამიშვითო, გამოცდაზე მაგვიანდებაო და ა.შ.
მანქანა დაზღვეული მყავს, შემეძლო დამერეკა პატრულში, იმას ჯერ პატრული დააჯარიმებდა, მერე მე დაზღვევა მანქანას გამიკეთებდა და ბოლოს ჩემი დაზღვევა ჩემზე დახარჯულ ფულს იმისგან ამოიღებდა.
მაგრამ მე აეროპორტში მაგვიანდებოდა, იმას გამოცდაზე, ზიანიც სულ 200-300 ლარის თუ მექნებოდა, ყმაწვილმა მოთქმა დაიწყო… კაითქო, გადაურეკა ჩემმა სიმამრმა, დავრწმუნდით რომ ის ნომერი აქვს და წავედით აეროპორტში. ჩემს სიმამრზე ვუთხარი, უკან ეს კაცი წამოიყვანს მანქანას და ჩემს არ ყოფნაში მასთან გექნება კონტაქტითქო.
ჩავფინდი კიევში და აეროპორტშივე გაგიჟებული მირეკავს სიმამრი. ყმაწვილის მამამ დამირეკა, როგორ დაარტყით ჩემს შვილსო?! ფული მოიტანეთო! სად ხართო? ახლავე ამოვალ მანდო და ა.შ.
თვალებიდან და ყურებიდანაც რქები ამომივიდა. მსგავს უსინდისობას ასე ყოველდღე ვერ გადაეყრები. დავურეკე ყმაწვილს და წყნარად ავუხსენი, რომ აქვს ორი არჩევანი: 1. ორი დღის ვადაში აანაზღაუროს ზარალი; 2. ვიჩივლებ, ამოვიღებ კამერებს, მოწმეთა ჩვენებებს და რამდენიც არ უნდა დამიჯდეს, ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რომ მან ბევრად მეტი გადაიხადოს, ვიდრე ეს სინდისიერად მოქცევის ფარგლებში დაუჯდებოდა. სრულიად ურცხვად და უცერემონიოდ განმიცხადა ყმაწვილმა, რომ შენი ბრალი იყოო, სულ რაღაც 4 საათით ადრე რომ მეხვეწებოდა გამიშვითო.
მე ვუპასუხე, რომ მასთან ბრალეულობის გარჩევას არ ვაპირებდი და ამას სამართალდამცველები გაარკვევდნენ.
ამის შემდეგ, მამამისი ისევ ურეკავს ჩემს სიმამრს, სრულიად სახეცვლილი ფორმით “მეზობლები ვართ, ერთმანეთს არ უნდა ვაწყენინოთ, ყველაფერზე მოვრიგდებით… დაურეკია ჩემს შვილთან და ახლა ეს ნერვიულობს. შვილი არ შემიშინოთ… ახლა აგარაკზე ვარ და ჯერ ვერ გნახავთ… შენს ძმიშვილს ვიცნობ…”
ერთი საათით ადრე, სანამ მის შვილს ანა-ბანა ავუხსენი, არც აგარაკზე იყო, არც მეზობლობა ახსოვდა და იწევდა, სადა ხართ, მოვდივარ და დროზე ფული მოიტათო.
20 წლის ყმაწვილს რავ4 უყიდა და ახლა ასწავლის, რომ “მამა ცხოვრებაში მგელი უნდა იყო”. ხვალ ამ შვილმა რომ შეიძლება ვინმე გაიტანოს ან ასეთი მიდგომით რა მოქალაქე გაიზრდება, მაგის დარდი არ აქვს. ან მამა რა შუაშია? საერთოდ რატომ უნდა ჩარეულიყო აქ მამა?!
ჩემმა სიმამრმა მამამისს შესთავაზა ბექას დაურეკე, ის იჯდა საჭესთანო. არაო, არც მე დავრეკავ და არც თვითონ დამირეკოსო. ვითომც არაფერიო.
სრულიად უცერემონიო უსინდისობას ასე ვერ გავატარებდი და გადავწყვიტე, მივაწვეთ ბოლომდე! 6 აგვისტოს ჩემმა სიმამრმა დაურეკა პატრულს, მოიყვანა, ანახა მანქანა და აუხსნა ყველაფერი. ჩააწერინა ჩემთან საკონტაქტო ნომერი.
ჩემი პოზიცია ასეთია: აეროპორტის გამო ფორსმაჟორი მქონდა, მაგრამ ფორმალურად რომ ვთქვათ, მეც მივატოვე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი. არ არის პრობლემა, დამაჯარიმეთ ამისთვის. ეს ჯარიმა იმაზე მეტია, ვიდრე მანქანის გაკეთებდა დამიჯდება, მაგრამ აქ არც მანქანა და არც ფულია მთავარი. გაუგონარი უტიფრობა უნდა დაისაჯოს და მზად ვარ ამისთვის ფულიც დავხარჯო, დროც და ენერგიაც.
პატრულმა ამოიღოს კამერები, დაასურათოს მანქანების დაზიანებები, გამოკითხოს მოწმეები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავეები.
პატრულმა, ეს საქმე გადაეცემა გამოძიებას და დაგიკავშირდებიანო. რვა დღე (!) გავიდა მას შემდეგ რაც განცხადება გავაკეთეთ. კაციშვილს არ დაურეკავს, არც დაინტერესებულან. ამასობაში, წაიშლება (თუ უკვე არ წაიშალა) კამერების ჩანაწერები, ის გააკეთებს (უკვე თუ არ გააკეთა) დაზიანებულ მანქანას, წაშლის კვალს და მერე გამოძიებაც ლაითად ჩაფარცხავს ამ საქმეს. როგორც ჩანს, შსს-ში ნაცნობი თუ არ გყავს, კანონით დაკისრებულ მოვალეობასაც არ ასრულებენ. რვა დღე ერთი ზარი ვერ გააკეთეს, რვა დღე! მოდუნება, კანონდარღვევისადმი გულგრილობა უკვე ნიშად იქცა.
მე არ გავჩერდები და მამაშვილ დავით და ნოდარ ჭანკოტაძეებთან ერთად ვინმე პოლიციელის დასჯასაც თუ არ მომათხოვნინებთ, კარგი იქნება. თხოვნა მექნება, თუ ვინმეს გყავთ ახლობელი და მეგობარი შსს-ში, მიაწვდინეთ ეს პოსტი.”
კომენტარები