“დღეის მდგომარეობით, ჩემზე პოლიტ-რეპრესირებული და დაუფინანსებელი კანდიდატი აშკარად არ არსებობს და ისედაც უიშვიათესია.” – წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
“წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების დაკვეთით, ბანკებმა უკვე ოფიციალურად დამიყადაღეს ანგარიშები, ივანიშვილის რეჟიმის მიერ, დღემდე განუმეორებლად რეკორდული 3 500 და 3 000 ლარიანი ჯარიმების გამო! არც ვიხდი და ვერც ვიხდი და ვაგრძელებ, ასე ვთქვათ, სრულად იატაქვეშა ბრძოლას ! სხვა რომელი პოლიტიკოსი იცით, რომ ასე მოქმედებდეს და ასეთ სიტუაციაში იყოს? ძალაშია, სუსისმევხშის ადვოკატის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ტრაგი-კომიკური სისხლის სამართლის (!!!) პოლიტსქემაც !
ფაქტია, რომ ჩემი 300 ლარიანი “ხელფასით” და დაახლოებით ამდენივე ტურისტული ანაზღაურებით, ვერც გადავიხდიდი, რომც მქონოდა ამის რამენაირი სურვილი.. თუმცა, პრინციპის ამბავიცაა.. ჯარიმები პოლიტიკურია ! და ერთი საქმე, რიგით მესამე სტრასბურგმა განხილვაში ახლახანს მიიღო.. ორი კი, უკვე მოგებული მაქვს და ამ მხრივაც, რეკორდსმენი ვარ, როგორც ჯარიმების დაუნდობელი მაჩვენებლის თვალსაზრისით.
ჯამურად, უკანასკნელმა სამმა ხელისუფლებამ სულ 14-ჯერ დამაკავა პოლიტიკური ნიშნით + მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტ-საქმე, სტრასბურგამდე მიტანილი 3 საქმიდან, 2-ში გამარჯვება, ერთი წარმოებაში მივაღებინე!ლაშა ჩხარტიშვილი მწვანე ლაშა ჩხარტიშვილი See Less.” – წერს ჩხარტიშვილი.
კომენტარები