ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის დროსაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.
“ამას მშვიდობა ჰგონია, რაც ახლა ხდება COVID-19-ის გამო :
● კატასტროფული შეცდომებისა და დანაშაულის გამო დღეში 50 ადამიანი კვდება.
● საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს ერთი და ნახავს მშვიდობას. ● ტატუნაშვილებს ჰკითხოს, როგორი მშვიდობაცაა.
● მოიკითხოს, რა ხდება გალში – რა ,,მშვიდად” ცხოვრობს ქართული მოსახლეობა.
● ოღონდ მტერი არ გავაღიზიანო და ყველაფერზე უარს ვიტყვი – ღირსებაზე, წარსულზე, მომავალზე. საგარეო კურსზე. ჩემს ქვეყანას დავაბრალებ ომს. ნაცარს გადავიყრი თავზე, ოღონდ მთავარია ფულის შოვნა შევძლო ჩემივე ხალხის ხარჯზე.
● განვითარება და წინსვლაც ახსენა – აქ საერთოდ კომენტარიც ზედმეტია” – წერს სანაია.
—— ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა – ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
კომენტარები