“თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ლელა არის მომღერალი.
მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური.
კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.
როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა – მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს.
კონცერტი, რაც მან ჩაატარა – ლეგალურად ჩაატარა.
მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს.
ფოკუსი გაასწორეთ – მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ.“ – წერს ჩერგოლეიშვილი.
მომღერალი ლელა წურწუმია საავადმყოფოშია მოთავსებული კოვიდის დიაგნოზით.
კომენტარები