მზადება გაყალბებული არჩევნებისთვის – საარჩევნო კომისიებს “ქართული ოცნება” ისევ პარტიული მხარდამჭერებით აკომპლექტებს. ნეიტრალური და დამოუკიდებელი წევრების ადგილებს მმართველი გუნდის მხარდამჭერი ადამიანები იკავებენ.
დილიდან მთელ საქართველოში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევენ. პროცესს ემიჯნება ოპოზიცია. მათი მტკიცებით, 256 აპლიკანტიდან 250 აპლიკანტი საჯარო მოხელეები, სკოლების დიექტორები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 17 კაციან შემადგენლობაში, რომელიც მხოლოდ კრწანისის ოლქში 31 უბანზე უნდა გადანაწილდნენ, 9 წევრი კომისიამ უკვე დანიშნა და მათ შორის არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელიც. მათი თქმით, თუ ამ აპლიკანტებიდან 8 პირი შეირჩა, “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებზე ეყოლება 9 წარმომადგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერკეტი მათ ხელში იქნება.
ცესკოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი დღეს კომისიის წევრები 8 ნეიტრალურ დამკვირვებელს ვერ შეარჩევენ, კონკურსი თავიდან გამოცხადდება.
tv pirveli
კომენტარები