ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი შეფასებისაგან, ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმმა ვაქცინაციის პროცესში ჩართვა არ ურჩია, თუმცა, მზადაა, ხალხის გასამხნევებლად ამაზეც წავიდეს.
„ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობისა მიგვაჩნია გაუმართლებლად… თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი საქციელი.
ჩვენ ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რელიგიური და არა სამედიცინო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭუროთ მას ქვეყანაში ამ რთული ვითარებისას პირადი მაგალითით.
ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება – ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად!”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები