“ნახეთ რა საინტერესოა: ორი ლეპტოპი არ ჩანს! ჯერ- ჯერობით… დეტალებს დავწერ კიდევ” – ბინის ქურდობის შესახებ ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძეს დღეს ბინა გაქურდული დახვდა. როგორც ის ამბობს, აღნიშნულ ბინაში მისი შვილი ცხოვრობს, დღეს კი ადგილზე მისულს კარი ღია დახვდა.
სამართალდამცველებმა უკვე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ეკა მიშველაძემ ამ ფორმით, მისი დაშინების მცდელობაც არ გამორიცხა
კომენტარები