ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„1. თავდაპირველი მისია, რომ ავღანეთში გამოზრდილმა ტერორიზმმა უშუალოდ ამერიკას ვეღარ შეუქმნას საფრთხე, შესრულებულია. რა თქმა უნდა, მომავალში ეს საფრთხე შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ დღეს ეს მისია შესრულებულია.
- ყველას გვინდა 1990-იანი და 2000-იანი წლების დომინანტი ამერიკა, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამერიკელებმა ამ ეტაპზე საკუთარი თავს (ეკონომიკა) უნდა მიხედონ, რომ მერე შეძლონ, ისევ უფრო აქტიურად მიხედონ მსოფლიოს. ამასთან, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთში თუნდაც მცირე კონტიგენტის შენარჩუნება არაპოპულარულია.
- აღიქმება ავღანეთიდან გამოსვლა სისუსტედ? უდაოდ, მაგრამ იხილეთ მე-2 პუნქტი. ავღანეთისა და ერაყის ომების ვეტერანებისათვის, ამ ომებში დაღუპულთა ოჯახებისთვის ავღანეთში ამჟამად მიმდინარე ამბები ისედაც ბოლომდე შეუხორცებელი ჭრილობის ხელახლა გახსნაა.
- “თალიბანი” გაცილებით გასაგებია რიგითი ავღანელისთვის, ვიდრე ამერიკელების მიერ დასმული გაურკვეველი იდენტობის მთავრობა. “თალიბანის” მიერ ქვეყნის სწრაფად ხელში ჩაგდება სამხედრო პოტენციალის გამო იმდენად არაა (ავღანეთის სამთავრობო ჯარებს გაცილებით უკეთესი შეიარაღება აქვს), არამედ საზოგადოებრივი განწყობისა და აღქმების. კი, ამ აღქმის შექმნაში ამერიკელთა გამოსვლა საკვანძო ფაქტორია, მაგრამ ისევ იხილეთ მე-2 პუნქტი.
- “თალიბანის” ავღანეთი პრობლემა გახდება რეგიონისთვის. იდარდოს რეგიონმა – სავარაუდოდ, ასე ფიქრობს ბაიდენის ადმინისტრაცია. ამ ნაწილში იგი ტრამპის გზას აგრძელებს“, – წერს ჭიაბერაშვილი.
კომენტარები